სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
მსახიობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ცოცხლები ვართ და ვიქნებით“, – წერს Facebook-ზე ჯაჭვლიანის მეუღლე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სოსო ჯაჭვლიანი საგრძნობლად შეცვლილი და გამხდარია. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაჭვლიანი სიმსივნეს ებრძვის.
