სოკოების მსოფლიო შეთქმულება – ანტიკური დროიდან კაცობრიობას ეწინააღმდეგებოდა გონიერი სოკოების აგრესიული რასა
შეთქმულების თეორია წარმოუდგენლად მომხიბლავი თემაა, თქვენ უბრალოდ უნდა ჩაუღრმავდეთ და მისგან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებთ. ეს სტატია ეძღვნება, პირველ ყოვლისა, მათ, ვისაც უყვარს შეთქმულების თეორიები, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ, გარკვეულწილად მაინც, ადეკვატურად აღიქვან ინფორმაცია სოკოების მსოფლიო შეთქმულების შესახებ. მიკოლოგმა და ბიოანთროპოლოგმა ლავრენტი ზილოვმა თავისი ცხოვრების 35 წელი მიუძღვნა პლანეტარული სოკოების ოკუპაციის შესწავლას.
ბერიას სეხნია ავტორიტეტულად აცხადებს: ანტიკურ დროიდან კაცობრიობას ეწინააღმდეგებოდა გონიერი სოკოების აგრესიული რასა. ამჟამად, სოკოს შეთქმულებას ეწინააღმდეგებიან აქტივისტები მთელს მსოფლიოში. თავად ზილოვი სპეციალურად დაეუფლა ინტერნეტს იმისათვის, რომ, „ახალგაზრდებში სუფთა სოკოს მოხმარების საწინააღმდეგო ცხოვრების წესის პოპულარიზაცია” გაეწია.
დღეს გამოვაქვეყნებთ ფოტოებს ზილოვის პირადი არქივიდან, რომლებიც ადრე საიდუმლოდ ინახებოდა და გაკეთდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დროს.
პედრო რამირესი, სოკოს მოხმარების მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ლიდერი. ფოტო გადაღებულია ახლახან განადგურებულ, გიგანტურ სკაუტ სოკოსთან – დელტა მარანონასთან, ეკვადორში, 1958 წელს.
70-იანი წლების შუა ხანებში სამხრეთ შტატებში გაიზარდა ნერვული აშლილობისა და ფსიქიკური აშლილობის რიცხვი ახალგაზრდებში (18-25 წლის). ტურისტების ჯგუფი მაიამის ჰოსპიტალში მოათავსეს, მოწამლულები ნერვული გაზით (FBI-მ ამ საქმის ყველა მასალა გასაიდუმლოებული დატოვა).
მსუბუქი სოკოვანი დაავადების მქონედ ადამიანი, რეგულარულად, დღეში ხუთი საათის განმავლობაში მედიტაციას აკეთებს სათამაშო მოედანზე, სოკოს მიბაძვით. რუსეთი, მოსკოვი, მედვედკოვო, 1983 წელი.
ფოტოების ავტორის თანახმად, მსგავსი სხვა ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც ხდებოდა.