ელისო ბოლქვაძე დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განიხილეს დანიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
„ვისაუბრეთ კულტურის სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გაზიარებისა და კულტურული ინდუსტრიების განვითარების საკითხებზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.