Sky-ბარის ხელმძღვანელი მედიას მიმართავს და კადრების გასაჯაროებას ჰპირდება

    Sky-ბარის ხელმძღვანელი მასმედიას მიმართავს. დავით კვირტია ჟურნალისტებს ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება და კადრების გასაჯაროებას ჰპირდება. „როგორც sky ბარის დირექტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ დღეს ჩვენთან sky-ში არ ყოფილა არც დაჩის მკვლელი და არც ეკა ბესელიას შვილი. რომელი ტელეკომპანიაც დაინტერესებულია კადრებით, ხვალ ყველანი მობრძანდით და სათითაოდ გაჩვენებთ. გთხოვთ გაუფრთხილდით თქვენს პროფესიონალიზმსა და დაჩის ხსოვნას“,- წერს კვირტია.
შეგახსენებთ, რომ დაჩი დარჩიას თავს მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დაკავებულია მკვლელობისთვის ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები