სტიქიის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები გარესამყაროს მოწყდა

        ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზები დაიტბორა, ჩახერგილია ხიდები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. როგორც დუშეთის გამგებელი აცხადებს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. მისვე თქმით, ლაკათხევის მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. “დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთის მთებში ძლიერი წვიმა მოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა გზები, ინფრასტრუქტურა, ხადას ხეობაში მისასვლელი გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და ლაკათხევის ხეობის სამი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყეტილი. დაწყებულია სამუშაოები“, – აცხადებს დუშეთის გამგებელი გიზო ჩოხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები