ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის მიერ ანტიკორუფციული სტრუქტურების შესახებ მიღებული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება.

მისივე თქმით, ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვისაა მნიშვნელოვანი.

“უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე. მათი შეზღუდვა უკან დახევაა. ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კანონის უზენაესობის სფეროში პროგრესის გაგრძელება კვლავ მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის”,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, მიღებული ცვლილებების თანახმად, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა უქმდება და ისინი გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები