“ევრობიუროკრატიის იმ ნაწილის მიზანი, რომელიც უხეშად ერეოდა საქართველოს არჩევნებში, იყო არა არჩევნების დემოკრატიულობის და არჩევნების შედეგები, არამედ მათთვის სასურველი შედეგი” – ქადაგიშვილი

“ევრობიუროკრატიის იმ ნაწილის მიზანი, რომელიც უხეშად ერეოდა საქართველოს არჩევნებში, იყო არა არჩევნების დემოკრატიულობის და არჩევნების შედეგები, არამედ მათთვის სასურველი შედეგი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“როდესაც ეს მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა, მას მერე დაიწყო ახალი შანტაჟის ტალღა. ამ შანტაჟის გზაზე, ერთადერთი ეფექტური იარაღი, რომელიც ქართველისათვის რეალურად ხელშესახები რამე იყო ევროპასთან დაახლოების კუთხით, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ამ მთავრობამ მიიღო. თუ გახსოვთ, მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს ხალხისთვის არის და არა მთავრობისთვისო. დღეს კი მზად არიან ხალხსაც წაართვან, რაც მათივე თქმით ხალხისთვის იყო. ეს არის შანტაჟის კლასიკური მეთოდი და ამის მიზანი არც დემოკრატიაა, არც რაიმე სხვა აღმატებული რამ და არც საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაა. ეს ყველაფერი არის ერთ მარტივ რამესთან დაკავშირებული – როგორ მოიყვანონ ხელისუფლებაში აგენტურა, რაც ამ შანტაჟითაც არ გამოვა”, – ამბობს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები