დაბა ბახმაროში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში ვეტერანებიც ჩაერთვნენ
დაბა ბახმაროში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებზე რეაგირების პროცესში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურებთან კოორდინაციით, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები და ადგილობრივი ვეტერანები აქტიურად მონაწილეობენ.ისინი მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გზის გაწმენდით სამუშაოებში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 22 ივლისის ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური-ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა – ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა.
მდგომარეობას ადგილზე პირადად გაეცნო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე.
გზის გაწმენდითი სამუშაოების მიზნით დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა. ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია ქვა-ღორღისგან და გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.