ფილიპინების დედაქალაქი მანილა ძლიერმა წყალდიდობამ დატბორა, რის გამოც ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. სკოლები და სამთავრობო უწყებები კი დაიხურა.
კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული საბჭოს ცნობით, ტროპიკული შტორმის, „ვიფას“ შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსი კი დაკარგულად ითვლება.
სინოპტიკოსები იუწყებიან, რომ ფილიპინებს ახალი ციკლონები უახლოვდება.