მარიამ რეხვიაშვილი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
თქვენთვის მორიგი საამაყო და სასიხარულო ამბავი გვაქვს გაიცანით ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში – მარიამ რეხვიაშვილი მარიამი – #ეროვნულისასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელია, მწვრთნელი – იოსებ კვირიაშვილი გახლავთ, – ამის შესახებ ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ალბანეთის ქ. დურესში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატში დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა. ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7, 9 11,13,15 და 17 წლამდე მოზარდებში გაიმართა, სადაც 25 ქვეყნის 210 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ქართველმა მოზარდებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს მიღწეულ წარმატებას, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.