„საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალ კვირას გაიგზავნება“

     საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალი კვირის დასაწყისში გაიგზავნება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. დავით სერგეენკო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება და რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხობს. მინისტრის განცხადებით, კიევში, ჯანდაცვის სამინისტროში, მათ სამი დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდათ, სადაც უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩამოყალიბდნენ რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. დავით სერგეენკომ განმარტა, რომ უკრაინაში გასაგზავნია რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტები. სრული შეფასება სრულდება იმისა, თუ თანხობრივად რა მოცულობის მედიკამენტები და სამედიცინო დახმარება გაიგზავნება უკრაინაში. მინისტრის თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ, მომავალი კვირის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უკრაინაში მედიკამენტური დახმარების გაგზავნა.
“თუკი საჭიროება გაჩნდება, წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად, 24 საათის განმავლობაში კონკრეტული სპეციალობის ექიმები უკრაინაში გაიგზავნებიან “, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები