„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ – პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვას მოითხოვენ.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა – საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას.

მათი თქმით, დღევანდელი შეკრება მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე ჩაივლის.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები