დაჩი ბერაია და გიორგი ვაშაძე პარლამენტში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ცოტა ხნის წინ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც ვაშაძე ტრიბუნიდან თავის ადგილს დაუბრუნდა, ირაკლი (დაჩი) ბერაია მას სიტყვიერად დაუპირისპირდა. დეპუტატებმა ერთმანეთს მოღალატეები დაუძახეს, რის შემდეგაც ბერაიამ ვაშაძეს შეაგინა. აღნიშნულის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ამ დროისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ვითარება განმუხტულია.

ვიდეო: ტელეკომპანია „მაესტრო“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები