საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ ფუნქციონირება განახლდა

   ამ წუთებში საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ ფუნქციონირება განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი, ირაკლი გვარამაძე. უსაფრთხოების მიზნით, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ დროებით დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე იმუშავებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ჩაკეტილი საავტომობილო გზისა და საბაჟოს გახსნა დღეს დღის 12 საათიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა სამწუხაროდ, 30 აგვისტოს გამთენიისას კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.
მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები. დარიალის ხეობაში მყისიერად იქნა მობილიზებული ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიაზე გზის გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობდა.
შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებული იყო მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დროულად მოხდა თერგის კალაპოტში დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები