პრემიერმინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.
პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე, რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა.