„საკოორდინაციო შტაბი საქართველოს უკრაინიდან ახალ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის“

    საქართველოში კიევიდან გუშინ, გვიან ღამით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაბრუნდა. როგორც მინისტრმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სამინისტრო უკრაინის მოსახლეობას საჭირო მედიკამენტებით და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება. მინისტრი ადასტურებს, რომ შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც საქართველოს უკრაინიდან ახალ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის. „არიან ბავშვები, რომლებსაც გეგმიური აცრა სჭირდებათ. არიან დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რომელთაც მედიკამენტები უთავდებათ. ჩვენ ამაშიც დავეხმარებით. გარდა ამისა, მივაწვდით შესაბამისი რაოდენობის პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთებს. უკვე არსებობს საკოორდინაციო შტაბი, ასე ვთქვათ, სამუშაო ჯგუფი უკრაინისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებს შორის და ინფორმაციების ოპერატიული მიწოდება შეგვეძლება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები