ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში ჩავა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში ჩავა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში 10 დღის წინ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდა და დღეს გზის გახსნა იგეგმებოდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები. დარიალის ხეობაში უკვე მობილიზებულია ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიაზე გზის გაწმენდა დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს. შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებულია მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს თერგის კალაპოტში დაბრუნება.
ირაკლი ღარიბაშვილი დარიალში ჩავა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ადგილზე მიიღებს.
10 დღის წინ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლისას პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები