ქალაქ ქარელში 7 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის, ქალაქ ქარელში გამავალი 7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84 – კმ90) პერიოდული შეკეთების სამუშაოებს.

პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: ასფალტის საფარის, ზღუდარების, ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების განახლებას; კიუვეტების მოწყობას; ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოასფალტება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ. ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები