შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დარიალის სასაზღვრო პუნქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” ჭიკაიძის უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 30 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში ამოქმედდება. მოქალაქეები დღის 12:00 საათიდან შეუფერხებლად შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას. პუნქტი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი მეწყერის შედეგად ხეობაში ჩამოწოლილი ნაშალი მიწის და გაწმენდითი სამუშაოების გამო 20 აგვისტოდან არ ფუნქციონირებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები