“გამჭვირვალობის კანონმა საქართველოს საზოგადოებას დაანახა, რომ ეს “გულანთებული” უილსონი არის “ნაციონალური მოძრაობის” საკმაოდ იაფფასიანი პროპაგანდისტი” – ქადაგიშვილი

“ეს არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დაფინანსებული კამპანია. იმ გამჭვირვალობის კანონმა საქართველოს საზოგადოებას დაანახა, რომ ეს “გულანთებული” უილსონი არის “ნაციონალური მოძრაობის” საკმაოდ იაფფასიანი პროპაგანდისტი – ასე მუშაობს “დიპ სტეიტი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

ის იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “სწორედ ასეთ მავნე პოლიტიკას დაუპირისპირდება”.

“იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაუპირისპირდება სწორედ ასეთ მავნე პოლიტიკას, რომელიც იმის გამო, რომ აქ მიღწეულ იქნეს ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების დაზიანებაზეც კი მიდის. ეს სამი სენატორი, შეიძლება ვთქვათ, რომ არის გამოძახილი იმ პერსპექტივისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპი გაიხსნას”, – თქვა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები