ნინო წილოსანი: ქართველი ხალხის დაშინების სტრატეგიამ არ იმუშავა და გარე ძალებმა საქართველოში უკმაყოფილების ტალღის აგორება ვერ შეძლეს

„როგორ უნდა ემოქმედა ამ მუქარას არჩევნების პროცესზე ეს მარტივი მისახვედრია, როდესაც იქით მხარეს მყოფი პოლიტიკოსები, უცხოელები მიიჩნევენ, რომ თუ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას შეუზღუდავენ ქართველ ხალხს, ამის გამო ქართველმა ხალხმა შესაძლოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიყვანოს ხელისუფლებაში, ეს არის სრული უგუნურობა,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამაზე წამსვლელი არის ქართველი ხალხი ის, რა თქმა უნდა, არ იცნობს ჩვენს ამომრჩეველს. ამიტომ გათვლა, რამდენად სწორი არის ვერ ვიმსჯელებ ამაზე. ჩემი აზრით არის სრულიად უგუნური გათვლა და ტაქტიკა, ამ კუთხით ქართველი ამომრჩევლის დაშინება.

„რაც შეეხება უფრო შორს მიმავალ გეგმებს, თავდაპირველად იცით, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებდა მონაწილეობას. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ეს მუქარა, შანტაჟი არ ჭრიდა და იყო რაღაცა, ასე ვთქვათ, ტროას ცხენივით შემოსაგორებელი სატყუარა ასეთი ფორმით მოგვევლინა გახარია – „ლელოს“ პარტია. ახლა შესაძლოა უფრო მეტი აქტორი შეემატოს, რადგან ის სტრატეგია, რაც შეეხება ქართველი ხალხის დაშინებას და ამით დიდი უკმაყოფილების ტალღის აგორებას ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს გეგმა ჩავარდა. ამ გეგმის ალტერნატივა უნდა იყოს ამ რადიკალების შემოგორება საარჩევნო ველზე და მათი მხრიდან უკანასკნელი მცდელობები იმის, რომ რაიმე შედეგი მაინც დააგროვონ არჩევნებზე“, -განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები