სანდრო ბრეგაძე გივი თარგამაძეს : მართლა ჩმორთა შორის ჩმორო და მიშას ყურმოჭრილი მონა!

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მიერ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის განცხადების გამო გამოთქმულ კრიტიკას სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება.

მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი გივი თარგამაძის განცხადებას პარადოქსულს უწოდებს და აცხადებს, რომ თარგამაძეს თავისი წარსულის გამო კახა კალაძის გაკრიტიკების არანაირი უფლება არ აქვს. სანდრო ბრეგაძე ოპოზიციონერ დეპუტატს თავის დროზე ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ “კა-გე-ბე“ -ს დირექტივების შესრულებაში ადანაშაულებს და 2008 წლის აგვისტოს ომსაც იხსენებს.
“ხომ ვამბობ პარადოქსების ქვეყანა ვართ მეთქი. აი, მართლა ჩმოთა შორის ჩმორო და მართლაც მიშას ყურმოჭრილი მონა, რომ კახა კალაძეზე ესეთი სიტყვების თქმას გაბედავს პარადოქსების კი არა, არამედ ანომალიების ქვეყანა უფრო ვართ. ვინ ლაპარაკობს პუტინისა და რუსების მონობაზე, ის ინდივიდი ხომ არა, რომელიც გენერალ ბეპაევის მიცემული კალაშნიკოვით და საბჭოთა რეგულარული არმიის მხარდაჭერით 1992 წლის იანვარში ქართველ პატრიოტებს ტყვიას რომ ესროდა და ხოცავდა??? თუ ის ცახესი, რომელიც საბჭოთა კგბ-ს დავალებით რომ ებრძოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს?? თუ ის მანქურთი, რომელიც თავის მხედრიონელ ამფსონებთან ერთად, რომ ესწრებოდა მისივე თანატოლი სტუდენტების წამებას?? ჯერ კიდევ სტუდენტობისას იყავით თქვენ რუსეთის კგბ-ს აგენტები, მათ დავალებებს უტყვი თანხმობით ასრულებდით, ბოლოს აასრულეთ კიდეც მათი ოცნება და ტყვია ესროლეთ საქართველოს დამოუკიდებლობას, შემდეგ იმდენი ქენით რომ აგერ 20 კილომეტრში რუსეთის ჯარი ჩაგვიყენეთ, მიუხედავად ამდენი ცოდვისა სინდისი არ გყოფნით ურცხვად დგახართ და რაც თავად ხართ იმას სხვა პატიოსან ხალხს აბრალებთ. აი მონობას რაც შეეხება, ამაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, ალბათ გახსენდებათ რამდენჯერ გალახულხართ მიშას კაბინეტში, რამდენისთვის წაურთმევია სატრფო დუჟმორეულ ბატონს და რამდენჯერ გიხდიათ მონური ბოდიში მამა-მარჩენალისთვის. ჯობია აქ შევჩერდეთ, თორემ შეიძლება ხალხმა ისეთები გაიხსენოს რომ… ამიტომ ჩუუუ!!! არაა კახა კალაძე თქვენი და თქვენი ჯიშის ხალხის სალაპარაკო!!!!“-წერს სანდრო ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე უკრაინის აღმოსავლეთში მიდმინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის განცხადებას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა. „როგორ შეიძლება ეს ჩმო, ხუილოს მონა, მოცახცახე შიშგროვა, სულით პუწინის მოსამსახურე საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი იყოს? არც მილანმა, არც ცივილიზაციასთან ხანგრძლივმა კონტაქტმა, არც უკრაინის მხრიდან გულში ჩახუტებამ უშველა – ორ წამში დაემონა რვა ქურდს, ზვი-ძინსა და ხუილოს!“, – წერს გივი თარგამაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები