ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა პარლამენტში სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშის ფარგლებში, ნინო უტიაშვილმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს მიერ 2025 წელს შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსპექტირებისა და რეაგირების, ავტორიზაციის, ასევე, რადიოაქტიური და დარიშხანის შემცველი ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე წელს ჩატარებულ ღონისძიებებს. განხილული იყო როგორც სტატისტიკური მონაცემები, ისე პრაქტიკული საქმიანობის შედეგები და არსებული გამოწვევები.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას ემსახურება.
ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან დაისვა რამდენიმე აქტუალური კითხვა, რომლებზეც ნინო უტიაშვილმა ამომწურავი და დეტალური პასუხები გასცა.
კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია ესწრებოდნენ.