ზაალ ანჯაფარიძე – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: რამდენჯერაც საქართველოში ცეცხლზე ნავთი დაასხეს, მათ შორის, პერსონალური ვიზიტებით და მიტინგებზე ერთი მუჭა რადიკალების ღია მხარდაჭერით, იმდენჯერ ჩაუქრათ

“ისევ სრულიად რეალობას აცდენილი “მსჯელობები” გვესმის ბალტიელებისგან. ეს გახლავთ სხვა არაფერი თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმის მორიგი მცდელობა. რამდენჯერაც დაასხეს აქ ცეცხლზე ნავთი, მათ შორის პერსონალური ვიზიტებით და მიტინგებზე ერთი მუჭა რადიკალების (ქართველ ხალხად რომ მიაჩნიათ) ღია მხარდაჭერით, იმდენჯერ ჩაუქრათ”, – ასე ეხმიანება, ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ „საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“.

მისივე შეფასებით, ქართველი ხალხის ნება ეუთო/ოდირის დასკვნაში უნდა ამოეკითხათ, თუმცა, “აწვებიან “პირველ ჩვენებას”, საქართველოს ხელისუფლებაც მიაწვება არჩევნების შედეგებს, რომლის გაყალბებაც ჯერ ვერავინ დაამტკიცა”.

„ისევ სრულიად რეალობას აცდენილი “მსჯელობები” გვესმის ბალტიელებისგან. ეს გახლავთ სხვა არაფერი თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმის მორიგი მცდელობა.

რამდენჯერაც დაასხეს აქ ცეცხლზე ნავთი, მათ შორის პერსონალური ვიზიტებით და მიტინგებზე ერთი მუჭა რადიკალების (ქართველ ხალხად რომ მიაჩნიათ) ღია მხარდაჭერით, იმდენჯერ ჩაუქრათ.

ამას მაინც უნდა აეხილა მათთვის თვალი და გაეხსნა გონი, და ქართველი ხალხის ნება თუნდაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამოიკითხათ. თუმცა, არა, აწვებიან “პირველ ჩვენებას.” საქართველოს ხელისუფლებაც მიაწვება არჩევნების შედეგებს, რომლის გაყალბებაც ჯერ ვერავინ დაამტკიცა”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები