ლევან ჟორჟოლიანი „ჩენდლერის ინსტიტუტის” რეიტინგზე – საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა ჯანდაცვის მიმართულებით, დაგეგმილია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა, შესაბამისად მომავალ წლებში უკეთესი შედეგი ექნება საქართველოს

„ჩენდლერის ინსტიტუტის” 2025 წლის კარგი მთავრობის ანგარიშში, ხარჯეფექტურობის რეიტინგში საქართველოს შედეგი უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიში მოიცავს ორ მიმართულებას, ეს არის განათლება და ჯანდაცვა.

„ჩენდლერის ინსტიტუტის” 2025 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის მიხედვით, გამოქვეყნდა ხარჯთეფექტურობის რეიტინგი, რომელშიც საქართველო ევროპის ფარგლებში მე-14 ადგილზე გავიდა, გაუსწრო ევროკავშირის, ნატოსა და შენგენის ზონის 25 სახელმწიფოს. აღნიშნული ანგარიში ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებს. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში მოიცავდა ორ მიმართულებას, ეს არის განათლება და ჯანდაცვა. ამ კვლევის მდგენელია – ერთ სულ მოსახლეზე რა წილი მოდის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ასევე რა არის წიგნიერების მაჩვენებელი, როგორი არის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი. ამას ვუკავშირებთ იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით. ფაქტია, რომ ის პროგრამები, რომლებიც შემუშავდა, არა მხოლოდ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, არამედ მიზნობრივი, სოციალური პროგრამები, მიმართულია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდისკენ და ამას მოწმობს პენსიონერების გაზრდილი რაოდენობა. განათლების მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, რადგან დაგეგმილია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც მოიცავს 2 ძირითად მიმართულებას, ეს არის ინფრასტრუქტურული ნაწილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების ხარისხის ნაწილი. ვფიქრობთ, მომავალ წლებში ამ კვლევებში უკეთესი შედეგი ექნება საქართველოს”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები