“ჰამასმა” დაადასტურა, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს დაჯგუფების მთავარი მეთაური ემსხვერპლა

პალესტინურმა დაჯგუფება “ჰამასმა” დაადასტურა, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაური მოკლეს. განცხადება ჯგუფის წარმომადგენლებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში მორიგი ავიაიერიშები განახორციელა.

საავადმყოფოს წარმომადგენლების ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, რაედ საადის გარდაცვალება, “ჰამასის” მაღალი რანგის წარმომადგენლის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა იყო.

“ჰამასის” ცნობით, მეთაური ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული მიზნობრივი დარტყმის დროს დაიღუპა.

“მოვუწოდებთ შუამავლებს, განსაკუთრებით კი მთავარ გარანტს, აშშ-ის ადმინისტრაციას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, იმუშაონ იმაზე, რომ ისრაელმა პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შეასრულოს იგი”,- აცხადებენ დაჯგუფებაში.

“ჰამასმა” ასევე განაცხადა, რომ ახალი მეთაური დანიშნა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ მას უფლება აქვს „უპასუხოს ოკუპაციის აგრესიას“.

პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებისა და სროლების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სულ მცირე, 391 პალესტინელი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები