მიხეილ სარჯველაძე: 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონოდა მართლაც ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით გამართული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც, განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

„2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონოდა მართლაც ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით გამართული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში, განათლების სექტორშიც იგივე შემიძლია ვთქვა. მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურად მხარდაჭერაზე, იმავდროულად, ეს არის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანობას ემსახურება იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა, რომელსაც ქართველი პაციენტი მიიღებს.

ამ თვალსაზრისით, წლიდან-წლამდე გაუმჯობესებები, რომელსაც ეს პროგრამა განიცდის, საბოლოო ჯამში ქმნის დიდი სურათს, რომლის მთავარი დადასტურება, რომ ეს არის პოზიტიური დინამიკის მქონე სისტემა, არის ის, რაც მაგალითად დღეს გამოქვეყნდა. ეს არის მართლაც ფუნდამენტურად სწორად განვითარებული ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც წინ წარმატებები და გამარჯვებები აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები