“ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან” – ნინო წილოსანი

“ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განუცხადა.

„ამაზე არა ჩვენ, არამედ თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათი ზოგიერთი ლიდერი და რაც მთავარია, აშშ-ს პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და მისი არაერთი წარმომადგენელი საუბრობს.

ევროკავშირის ბიუროკრატებისთვის, როგორც ჩანს დემოკრატიას წარმოადგენს თუ ხალხის არჩეული ხელისუფლების ნაცვლად ისინი დასვამენ ხელისუფალს. მათთვის დემოკრატია წარმოადგენს, თუ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ომის იარაღად იქნები გამოყენებული. ასეთი არასწორი გაგებები, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს რომ რაღაც ცდომილებაა თავად ამ ევრობიუროკრატების აზროვნებაში ან მიზნებში. იმას რომ თავი გავანებოთ, თავად ევროკავშირის იდეისთვის არის ეს ყველაფერი დამაზიანებელი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნისთვის რა არის კარგი.

არაფერს განსაკუთრებულს არ მოველით ამ შეხვედრიდან. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ეს პატარა პოლიტიკური ბიუროკრატების ჯგუფი განაწყენებულია ქართველ ხალხზე და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ ხელთ არსებული მექანიზმებით დასაჯონ საქართველო და ქართველი ხალხი“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები