“გასულ კვირას საელჩოში ვუმასპინძლეთ საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მკითხველებს, რომლებმაც აშშ-ის საელჩოს კითხვის საზაფხულო გამოწვევაში გაიმარჯვეს” – აშშ-ის საელჩო
“გასულ კვირას საელჩოში ვუმასპინძლეთ საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მკითხველებს, რომლებმაც აშშ-ის საელჩოს კითხვის საზაფხულო გამოწვევაში გაიმარჯვეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ამერიკული სივრცეების საშუალებით, წელს ამ გამოწვევაში 2 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო.
“გამარჯვებულ მოსწავლეებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა ოქროს, ვერცხლისა და პლატინის სერტიფიკატები გადასცა.
გილოცავთ ყველა მკითხველს და მოუთმენლად ველით მომდევნო საზაფხულო გამოწვევას მეტი ქართველი ახალგაზრდის წასახალისებლად”, – წერია ინფორმაციაში.