გია აბაშიძე: თვალსაჩინოა, რომ ვაშინგტონიდან ევროკრატიის მრავალწლოვანი სიმრუდეების ორკესტრირებული მხილება არაა შემთხვევითი, “დიპ სტეითის” ეს პროექტი გაიცვითა, საჭიროა მისი ჩანაცვლება კორპორაციული მმართველობით

,,თვალსაჩინოა, რომ ვაშინგტონიდან ევროკრატიის მრავალწლოვანი სიმრუდეების ორკესტრირებული მხილება არაა შემთხვევითი, “დიპ სთეითის” ეს პროექტი გაიცვითა, საჭიროა მისი ჩანაცვლება კორპორაციული მმართველობით. პოლიტტექნოლოგიური სპეციალისტობაც არ ესაჭიროება იმის დანახვას, თუ რა თემების აწევა ხდება გლობალურად, რას “აპიარებენ”, რას ახორციელებენ და რას “აშავებენ” კამპანიურად”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ევროპა არაა ტოპ პრიორიტეტი თეთრი სახლისთვის, თუმცა იქ გავლენების განმტკიცება იდეოლოგიურად მოკავშირეების მხარდაჭერით, აუცილებელია. ევროპის მემარჯვენე ძალები კი ტრამპის ერთგულნი არიან, შესაბამისად, არ იქნებიან ჭირვეულნი წარმავალი ნეოლიბერალებისგან განსხვავებით.

„თვალსაჩინოა, რომ ვაშინგტონიდან ევროკრატიის მრავალწლოვანი სიმრუდეების ორკესტრირებული მხილება არაა შემთხვევითი, “დიპ სტეითის” ეს პროექტი გაიცვითა, საჭიროა მისი ჩანაცვლება კორპორაციული მმართველობით. პოლიტტექნოლოგიური სპეციალისტობაც არ ესაჭიროება იმის დანახვას, თუ რა თემების აწევა ხდება გლობალურად, რას “აპიარებენ”, რას ახორციელებენ და რას “აშავებენ” კამპანიურად.

ევროკავშირის ტრანსფორმაციაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყეს ევროპაშიც, გლობალური ოლიგარქიული მმართველობის “კლუბის” წევრებმა, მათ შორის, BlackRock-ის ყოფილმა ერთ-ერთმა ექს-მენეჯერმა, კანცლერმა მერცმა და ფინეთის პრეზიდენტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის [EIB; ხშირად აკრიტიკებენ ჩრდილოვან პოლიტიკაზე] ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა.

ამასობაში, მულტიმილიარდერი ტრამპი, რომელიც “დიფ სთეითის” ‘ფილტრში გავლის’ გარეშე ვერ მოხვდებოდა “რესპუბლიკელების” წინასაარჩევნო პარტიულ მთავარ რბოლაშიც კი, ახორციელებს შემდეგს:

– ასუსტებს მრავალმხრივ დემოკრატიულ თუ ფსევდოდემოკრატიულ ინსტიტუტებს;

– პირდაპირ თუ ირიბად კითხვები გააჩინა “დიდი შვიდეულის” ლეგიტიმურობაზე, ეფექტურობასა და ფორმატზე და მისი სავარაუდო შეცვლაზე “დიდი ხუთეულით” [აშშ, ჩინეთი, რუსეთი, (შესაძლოა) ინდოეთი, (შესაძლოა) ევროპის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო]. ანუ კოლექტიურ დასავლეთში ლოკომოტივად ვაშინგტონის მეტად განმტკიცება და ევროპის “რაღაც ფილიალი”, რომელშიც ერთი კონკრეტული მორჩილი მოკავშირე აქტორია;

– აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ევროპა არაა ტოპ პრიორიტეტი თეთრი სახლისთვის, თუმცა იქ გავლენების განმტკიცება იდეოლოგიურად მოკავშირეების მხარდაჭერით, აუცილებელია. ევროპის მემარჯვენე ძალები კი ტრამპის ერთგულნი არიან, შესაბამისად, არ იქნებიან ჭირვეულნი წარმავალი ნეოლიბერალებისგან განსხვავებით;

– ფართომასშტაბიანად რეპუტაციულად ანგრევს და საქმიანობაში აიგნორებს ბრიუსელის ტოპ ჩინოსნებს, მათ შორის ე.წ. “ქალთა სახეებს” (ფონ დერ ლაიენი, კალასი, კოსი);

– ამავდროულად, აძლიერებს კორპორაციებს დერეგულაციისა და სავაჭრო ბერკეტების მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ბაზრები დომინირებენ პოლიტიკაზე.

ჩამონათვალი კიდევ უფრო ვრცელია კორპორაციული მმართველობის დამკვიდრების მინიშნებაზე.

ახლახან შესანიშნავად შეგვახსენა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა – არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი..“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები