გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: თავიდანვე დაიწყეს სიყალბით, ერთ სიყალბეს მეორეს აშენებდნენ და ბოლოს შედეგად მიიღეს ის, რომ აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ჩიხში

,,თავიდანვე დაიწყეს სიყალბით, ერთ სიყალბეს მეორეს აშენებდნენ და ბოლოს შედეგად მიიღეს ის, რომ აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ჩიხში. მათი ამ ჩიხიდან გამოსავალს ვერ ვხედავ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადება, რომ „ოპოზიციაში ყველაფერი კარგად არ არის“.

მისი თქმით, ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა სიმართლის ლაპარაკია.

„თავიდანვე დაიწყეს სიყალბით და ერთ სიყალბეს მეორეს აშენებდნენ თავს და ბოლოს შედეგად მიიღეს ის, რომ აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ჩიხში. ამ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იქნება, რომ სიმართლე უნდა ილაპარაკონ. სიმართლე უნდა უთხრან საზოგადოებას თუ როგორ ატყუებდნენ აქამდე, როგორ ფარისევლობდნენ და როგორ ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აი, ეს უნდა თქვან. მაგრამ ამას ვერ იტყვიან და ვერ ამბობენ იმიტომ, რომ ისედაც ბევრი მიხვდა უკვე ამას. ამიტომაც არის, რომ მათი რიგები ასე შემცირებულია. და ისინიც კი ვინც ჯერ კიდევ რჩებიან მათ მხარდამჭერებად, ისინიც გამოეცლებათ ხელიდან. ამიტომ ისინი არიან პოლიტიკურ ჩიხში და მათი ამ ჩიხიდან გამოსავალს ვერც ვხედავ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები