„ეს საქართველოს ევროპულ მომავალს არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის“ – თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე
„ეს საქართველოს ევროპულ მომავალს არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის“, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვების შესახებ.
„როცა საუბარია ფსევდოკონსერვატიულ ღირებულებებზე, რომელიც ძალიან ახლოს დგას რუსულ ე.წ. კონსერვატიულ ღირებულებებთან, სურკოვისეულ სუვერენულ დემოკრატიასთან, სწორედ ამ ენით ალაპარაკდა “ქართული ოცნება”, – განაცხადა აქუბარდიამ.
„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე, ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს.