„ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ მათი მისწრაფება ძალიან შორს არის ევროპისგან” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძემ ევროპის სოციალისტური პარტიის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეაფასა.

„ქართული ოცნების“ მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ მისი ხედვა, ადვილი, მისწრაფება არის ძალიან შორს ევროპისგან. „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, პრაქტიკულად ზურგი აქცია ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა სამნიძემ.

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე, ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები