როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„საქართველოს ტერიტორიაზე ხანმოკლე ხასიათის წვიმები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა“, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი გაუმჯობესდება.
„შაბათი-კვირა არის ძალიან არამდგრადი, დრო გამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმები იქნება. ორშაბათიდან ჩანს, რომ ამინდი უმჯობესდება.
დღეს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, უმეტეს რაიონში იქნება წვიმა ელჭექით.
ხვალ შედარებით გამოიდარებს, თუმცა უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება“, – განუცხადეს “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში.