ზედიზედ მეორედ – ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ბელგიელი მატიას კასე ვაზარით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები