გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა და დაამტკიცა.
საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ცვლილებები ითვალისწინებს თემატური მოკვლევის ჩატარებას საკითხზე, „პოლიტიკაში ძალადობრივი გარემო და მისი გავლენა პოლიტიკაში მონაწილე ქალებზე”, სოფლის განვითარების პროგრამების გენდერული ანალიზის განხორციელება და მედია საშუალებებთან თანამშრომლობის გაძლიერება.
ცვლილებები ასევე შეეხება უფლებადამცველ ქალებთან თანამშრომლობას და მათ გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფო უწყებებისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მარტოხელა მშობლისა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების შესახებ. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ასევე, წარდგენილი იყო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა და ანგარიში „ოჯახში დასაქმებულთა/არაფორმალური ეკონომიკის აქტორთა დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის ანალიზი არაფორმალური ეკონომიკის ფორმალიზების მიზნით.