მიხეილ სარჯველაძემ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა კანონპროექტში არსებულ სიახლეებს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს განვითარებას უკავშირდება. ამავდროულად, აღინიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი წესები შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციასთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ კერძო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის მონაწილე პირების მხრიდან დამატებითი რეკომენდაციების ანალიზისა და განხილვის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები