კახა კალაძე: საქართველო სამხედრო ტექნიკით ბრძოლებში ჩაბმას არ აპირებს

საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, თუმცა შეეცდება, ვითარების დასტაბილურებაში თავისი წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისთის უფრო მეტი უნდა გააკეთოს. “ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. ჩვენი მხრივ ჩვენ, როგორც ქვეყანა, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ის მოვლენები, რომელიც უკვე დიდი ხანია ვითარდება დასტაბილურდეს. რაც შეეხება სამხედრო ტექნიკით დახმარებას, ეს სიახლეა ჩემთვის და საქართველო არანაირი სამხედრო ტექნიკით ბრძოლებში ჩაბმას არ აპირებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები