ტყიბულში GIG-ის დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

    მეშახტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ტყიბულში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საქნახშირი ჯი-აი-ჯის საწარმო პროცესის მიმდინარეობისა და დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შედეგები, ასევე, სამომავლო გეგმების დეტალები განიხილეს. “საქნახშირი ჯი-აი-ჯის “გენერალურმა დირექტორმა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა, იმ ახლადშექმნილი მართვის სტრუქტურის მუშაობის თაობაზე, რომელიც უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის თანამედროვე სისტემის დანერგვას ითვალისიწინებს და ორიენტირებულია სამუშაო პროცესში ადამიანური შეცდომის მაქსიმალურ მინიმალიზაციაზე. შეხვედრაზე ეკოლოგიურ პროექტებსა და სხვადასხვა “მწვანე აქციებში“ ჩართულობის, ასევე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხებიც განიხილეს. როგორც ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ ტრადიციულად აგრძელებს, იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც კომპანიის მიერ დამტკიცებული გარემოს დაცვითი წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჭოლაძემ, კომპანიის ახალ, მსხვილ საინვესტიციო პროექტის დეტალებზე ისაუბრა.კომპანია ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს. ლევან ჭოლაძის განმარტებით პროექტის მნიშვნელობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული თბოელექტროსადგურისათვის საწვავის წყაროდ გამოყენებული იქნება ადგილობრივი სასარგებლო წიაღისეული, კერძოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებული მაღაროებიდან მოპოვებული ქვანახშირი. ახალი თბოელექტროსადგური სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ენერგო უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან სადგურის ფუნქციონირება არ იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგეტიკულ საწვავზე, რაც განაპირობებს ენერგო უსაფრთხოებასა და მდგრადობას. თბოელექტროსადგური ხელს შეუწყობს ტყიბულის ქვანახშირის საბადოს გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. პროექტი ქმნის ქვანახშირის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას, რომელიც დამატებით წინასწარი კვლევებით დაახლოებით 300 სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს და აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ასევე განახორციელებს ნახშირის საბადოს ტექნიკური გადაიარაღებას. კომპანია აგრეთვე გეგმავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები