ზურაბ ბექაიამ რწმუნებათა სიგელები სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს გადასცა

   საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ ელჩის შეხვედრა პრეზიდენტთან გაიმართა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე სლოვენიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მოწადინებულია კიდევ უფრო გააფართოვოს და გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას. ბორუტ პაჰორის განცხადებით სლოვენია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ასევე სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. შეხვედრის დასასრულს სლოვენიის პრეზიდენტმა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები