შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, არის ის, რომ საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე

“ვფიქრობ, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს და მის მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე პირის მიმართ გარკვეული ბრალდებები არსებობს.

„უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, არის ის, რომ საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთის წინააღმდეგ 5 საქმეზე არსებობს განაჩენი, 6 წელი აქვს მოსახდელი. ჯამურად, 19 წელი აქვს მისჯილი და რომ იყოს ეს პერიოდი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო საქართველოში, 19 წელივე ექნებოდა მოსახდელი შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით. თუმცა, ამ წესებით ახლა 6 წელი აქვს მოსახდელი. დღეს ზურაბ ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და მართლმსაჯულების რეფორმას კოორდინირებს, რაც  უნდა ცინიკურად ჟღერდეს ეს ყველაფერი. გია ლორთქიფანიძე კი მთავარი მოქმედი პირია საქართველოში სააკაშვილის უკანონო შემოპარვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს და მის მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები