შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ყველა რატომღაც იმ განწყობაზეა, რომ გამომძიებლები გახდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის სურვილია, საქმეზე მიმდინარე წარმატებულ საგამოძიებო პროცესს საფრთხე შეექმნას.

“წარმატებული საგამოძიებო პროცესი, რაც მიმდინარეობს და რომლის ინიციატორი და მონაწილეც არის საქართველოს მხარე, უნდათ, ამ წარმატებულ პროცესს შეექმნას საფრთხე, მოხდეს წინსწრებით ზედმეტად ჩახედვა საგამოძიებო პროცესში – თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამა თუ იმ ადამიანის წინააღმდეგ, იმისთვის რომ შემდეგ სხვადასხვა ბრალდებისგან თავი დაიზღვიონ. მეორეს მხრივ ეს არის ზოგადი ტრენდი, რომ ჩვენს ოპოზიციას გარკვეული საყმაწვილო სახადი აქვს ამ საგამოძიებო კომისიების სახით. ნაცვლად იმისა, რომ დაკავებულები იყვნენ კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობით, ახლა ყველა რატომღაც არის იმ განწყობაზე რომ გამომძიებლები გახდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები