თეა წულუკიანი: უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა

“პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა”, – ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

მისივე თქმით, პრემიერმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლო, მართლმადიდებლურ რწმენას ვგულისხმობ, ეს არის შემწყნარებლობა. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და ჩვენი სამშობლოს დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანები, როგორც ვიყავით ყოველთვის. საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს ბრძოლაში აძლიერებდა და ეს ღირებულებები, ყველაფერი თავმოყრილია, რათა ჩვენ ამ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ, როგორც ერი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები