გიორგი ვოლსკი – “ქოლცენტრების” საქმეზე: საპარლამენტო კომისია ვერ შეიქმნება იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს

“არ მგონია, რომ ჩვენი რომელიმე საერთაშორისო კოლეგა, მხარს დაუჭერს იმას, რომ ადამიანებს, ვინც შეიძლება გასვრილი არიან ამ დანაშაულში და თავად ამ ტალახში სხედან, საშუალება მივცეთ, ამ ტალახით მოთხვარონ გარემო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ქოლცენტრების” საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე საპარლამენტო კომისია ვერ შეიქმნება იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

„დიდი სირცხვილია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკოსების გვარებიც სამწუხაროდ, ფიგურირებს. საპარლამენტო კომისია ვერ შეიქმნება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მეორეც იმიტომ, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, თუმცა, ბევრი იმუშავეს ჩვენმა სამართალდამცავებმაც. საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს და არ მგონია, რომ ჩვენი რომელიმე საერთაშორისო კოლეგა, პროფესიონალურად აფასებს ამ თემას და მხარს დაუჭერს იმას, რომ ადამიანები, ვინც შეიძლება გასვრილი არიან ამ დანაშაულში და თავად ამ ტალახში სხედან, საშუალება მივცეთ, რომ ამ ტალახით მოთხვარონ გარემო და მით უმეტეს, რაიმე ინფორმაცია მიიღონ გამოძიების პროცესის შესახებ,”- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები