არქიმანდრიტი ანთიმოზი “ნაცების ლამაზმან მარიამ საჯაიას” მიმართავს
სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი მიიჩნევს, რომ“ნაციონალური მოძრაობა” “კაზანტიპის“ ფესტივალს აპრავებს“. საკუთარი პოზიციის შესახებ სასულიერო პირი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. “ორი რამ მიკვირს და მაოცებს. პირველი- ძროხა მთელი დღე ბალახს რო ძოვს, საღამოს ეს ბალახი რძედ როგორ გადაიქცევა?! და მეორე- სულ “ნაციონალური მოძრაობა ”აპრავებს” კაზანტიპს! ქართულ ოცნებაში, ნინო ბურჯანაძის პარტიაში, ან სხვა პარტიებში ერთი ადამიანიც ვერ ვნახე რომ კაზანტიპი ”გაეპრავებინოს”. ნაცების ერთმა ლამაზმანმა მარიამ საჯაიამ მარიამობას კაზანტიპზე ვარო. შე დალოცვილო, მარიამობა მაინც მოგვილოცე კაზანტიპიდან! – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.