საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის “ჩივნინგის” პროგრამის ქართველ სტიპენდიანტებს შეხვდა
დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ,,ჩივნინგის” პროგრამის ქართველ სტიპენდიანტებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუდენტები პრეზიდენტს თავიანთი პროგრამების, გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ.