საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე “ევროპის დღეები” აღინიშნება (ფოტოკოლაჟი)

“ევროპის დღეები” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე 6 და 7 მაისს აღინიშნება.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში, 6 მაისს “ესპანური დღე” გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდათ.

მოეწყო ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. “ესპანურ დღეზე” მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლოთ ესპანური სამზარეულოს დაგემოვნება. “ესპანური დღეები” ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის დასის თეატრალური წარმოდგენით დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები