ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი  არაპირდაპირ ჩართულია “ქოლ-ცენტრების” საქმეში – ალუდა ღუდუშაური

“ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი  არაპირდაპირ ჩართულია “ქოლ-ცენტრების” საქმეში, ამ ამორალურ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ისინი ინფორმირებული იქნებიან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

„როგორც ჩანს, ეს ადამიანები ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი არაპირდაპირ, ზოგიერთი მათი დამფუძნებელი პირდაპირ არიან ჩართული ამ ამორალურ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათი მიზანია, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ისინი ინფორმირებული იქნებიან, ეცოდინებათ ხელთ რა აქვთ საგამოძიებო უწყებებს გამოძიების ფარგლებში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები