დღეს საქართველოს პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.
როგორც დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე.
„ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონია არ ჩატარებულა“, – განაცხადა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.