გენდერული თანასწორობის საბჭოში გენდერული გავლენის ანალიზის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში სამინისტროების იურიდიული დეპარტამენტებისა და პარლამენტის კომიტეტების აპარატების წარმომადგენლების მონაწილეობით, გენდერული გავლენის ანალიზის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კანონპროექტების განმარტებითი ბარათის ის პუნქტი, სადაც აღწერილი უნდა იყოს თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული ინიციატივა ქალებსა და კაცებზე, მწირად არის შევსებული და საჭიროა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უფრო დაიხვეწოს.

„გვსურს, კარგი პრაქტიკა დავამკვიდროთ, რომ როგორც ინიციატორს, ასევე ამ ინიციატივის განმხილველსაც ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, რატომ არის კარგი და ღირებული ესა თუ ის იდეა”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები